Monday, March 17, 2014

მე-9 დღის რეფლექსია

17 მარტი


დღეს საბოლოოდ გადავამოწმეთ ჩვენი პორტფოლიოები,გავაკეთეთ მასში ჩასწორებები,მოვაწყვეთ სიტყვიერი პრეზენტაციები,შემდეგ მოვახდინეთ ერთმანეთის ნამუშევრების როგორც დადებითი,ისე უარყოფითი უკუკავშირი.გავითვალისწინეთ და მივიღეთ ერთმანეთის კოლეგიალური მითითებები და რჩევები.

Sunday, March 16, 2014

მე-8 დღის რეფლექსია

16 მარტი

დავასრულეთ პროექტის გეგმა,გამოვიყენეთ დიფერენცირებული სწავლების კითხვარი და შევსებული გადავიტანეთ დამხმარე რესურსებში.დავათვალიერეთ ფასილიტაციის ნიმუშები,ჩეკლისტით შევამოწმეთ პორტფოლიო,მოვახდინეთ ცვლილებები,ავტვირთეთ და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.

Saturday, March 15, 2014

მეშვიდე დღის რეფლექსია

15 მარტი გავაკეთეთ მოსწავლის ადაპტირებული ნამუშევარი,შეფასების რუბრიკის ნიმუშები ავტვირთეთ პორტფოლიოში.მოვახდინეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ადაპტირება.შევავსე მოსწავლის შეფასების ერთ-ერთი ფორმა:ვიცი,მინდა ვიცოდე გავიგე.

Sunday, March 9, 2014

მეექვსე დღის რეფლექსია

9 მარტი განმეორებით განვახორციელეთ პორტფოლიოს პრეზენტაცია,ჯერ დისკზე,შემდეგ ბლოგზე.შევქმენით ახალი გვერდები,შევცვალეთ დიზაინი.მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი გადავიტანეთ ბლოგზე.

მოსწავლის სავარაუდო ნიმუში

მოსწავლის სავარაუდო ნიმუში მოსწავლის სავარაუდო ნიმუში

მოსწავლის სავარაუდო ნიმუში

Saturday, March 8, 2014

                                      პ  ო  რ  ტ  ფ  ო  ლ  ი  ო  

8 მარტი

გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს 8მარტს

მეხუთე დღის რეფლექსია

8 მარტი

ვიმუშავეთ გეგმის შაბლონზე,ვისწავლეთ ინტელის ბიბლიოთეკაში მუშაობა.პრეზენტაციის ფორმაში ჩავსვით ინფორმაცია დავაკოპირეთ და განვავთავსეთ ჩვენს ბლოგზე ინტერნეტში.

Sunday, March 2, 2014

2 მარტი

მეოთხე დღის რეფლექსია

დღეს გვქონდა მეორე მოდულის შეფასება, სასწავლო გეგმის შაბლონში შევიტანეთ მოსწავლის მიზნები და ამოცანები,ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე და მოვახდინეთ პრეზენტაცია.

Saturday, March 1, 2014

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

ზოგადი კითხვა:


აქვს თუ არა გარემოს გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე?

თემატური კითხვა

რომელი დაავადებაა გავრცელებული ყველაზე მეტად 21-ე საუკუნეში?

შინაარსობრივი კითხვა

რა სიმპტომებით გამოვლინდება ალერგია?
რატომ ითვლება ალერგია ხანდაზმულ ტერმინად?
როგორ ცვლილებებს იწვევს ალერგია ორგანიზმში/
როგორ ვებრძოლოთ ალერგიულ გამოვლინებებს გარემოს არახელსაყრელ პირობებთან?

მესამე დღის რეფლექსია


23 თებერვალი

ტრენინგი დავიწყეთ გუშინ,შევქმენით პორტფოლიო,შევქმენით ბროშურა,მოვიფიქრეთ პროექტის თემა და ჩავწერეთ შაბლონში.ჩემი თემაა: „ალერგია 21 საუკუნის დაავადებაა.“




1მარტი

განვიხილეთ მოდული-2.ეროვნული სასწავლო გეგმიდან მოვიძიე სასწავლო ამოცანები,მიმართულების მიმცემი კითხვები,საავტორო უფლებების გაცნობა და მისი გამოყენება.ინტერნეტრესურსების გამოყენების დანერგვა კვლევის,თანამშრომლობის,პრობლემის გადაჭრის 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარების მხარდასაჭერად.პროექტის პორტფოლიოზე უკუკავშირის მიღება და გაცემა.კითხვები ჩავსვი სასწავლო რუბრიკაში.